"ოცნებაც" ამოუვიდა, ალბათ, ხალხს ყელში... ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე" - ივანიშვილი

21.10.24 22:08
"ოცნებაც" ამოუვიდა, ალბათ, ხალხს ყელში... ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე" - ივანიშვილი

"12 წლის მანძილზე რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო დემოკრატიულ სახელმწიფოში, ძალიან რთულია... ჩემი გვარის გაგონება, მე თვითონ მომეწყინა უკვე" - ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა "ტვ იმედის" ეთერში გააკეთა.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ თქვა, რომ "ალბათ, ქართველ ხალხს მმართველი პარტია ყელში ამოუვიდა".

თუ არ მოკვეთე სიმსივნე, გავრცელდება... არადა, ოდესღაც, დაძაბუნდება ორგანიზმი - "ქართული ოცნებაც" ამოუვიდა ალბათ ხალხს ყელში... 12 წლის მანძილზე რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო დემოკრატიულ სახელმწიფოში, ძალიან რთულია... ჩემი გვარის გაგონება, მე თვითონ მომეწყინა უკვე", - ამბობს ივანიშვილი.