ივანიშვილი: გარეწარ გახარიას და მასთან ერთად მდგომ პირებს გავასამართლებ

21.10.24 22:20
ივანიშვილი: გარეწარ გახარიას და მასთან ერთად მდგომ პირებს გავასამართლებ

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელებს გასამართლებით ემუქრება.

ბიძინა ივანიშვილი "ტვ იმედის" ეთერში პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერსა და წევრებს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობასა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანის ხელისშეწყობაში ადანაშაულებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოფილი პრემიერი და 25 ნომრის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და ამას მიიღებენ კიდეც".

ამ გარეწარს და მასთან ერთად რომ დგანან, მათ გასამართლება მოუწევთ. თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და როგორ ეხმარებოდა "ნაციონალურ მოძრაობის" მოყვანას და რა კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყანა ომში უნდა ჩართონ, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. გახარიასაც და მისი პარტიის წევრებსაც მოუწევთ გასამართლება. ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და ამას მიიღებენ კიდეც", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ TV იმედის ეთერში 2021 წელს გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომის შესახებაც ისაუბრა. 

როგორც ბიძინა ივანიშვილიმა თქვა, "გიორგი გახარია უკრაინაში ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე იმიტომ გადადგა, რომ საქართველოს ჰქონდა მზაობა ომში ჩასართავად".

"იცოდნენ, რომ მმართველი პარტია არ იომებდა, ამიტომ როგორმე "ქართული ოცნება" უნდა ჩაეშალათ და ეს გახარიას გააკეთებინეს" -ამტკიცებს ივანიშვილი და იქვე ამბობს, რომ "პარტიამ მობილიზება მოახერხა, მას კი პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია".

უკრაინაც 2022-ში, ვნახეთ მზადება როგორი იყო, როგორ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ზუსტი რიცხვი ომის დაწყების განსაზღვრული არავის არ ჰქონდა წინამდებარე პერიოდსაც თუ გავიხსენებთ, ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება უნდა დატრიალებულიყო, ვუყურებდი ტელევიზორს.

არავინ არ იცოდა, ზუსტად ეს ომი როდის დაიწყებოდა, რაღაც თვეებში და კვირეებში ვერავინ ვერ გეტყოდათ ამას.

აბა, გაიხსენეთ, გახარია, 2021 წელს რატომ გადადგა ისე სასწრაფოდ პრემიერმინისტრი? რა თქმა უნდა [იყო კავშირი] ამ მოვლენას ელოდებოდნენ სწორედ, რომ საქართველოს ჰქონოდა მზაობა ომში ჩასართავად.

ქართული ოცნება არ იომებდა, იცოდნენ და როგორმე ქართული ოცნება უნდა ჩაეშალათ, ეს გააკეთებინეს გახარიას, შედეგი ვერ მიიღეს აქაც, საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება, მე მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება, ახალი წასული ვიყავი, ასე ახლოს არ ველოდი თუ განვითარდებოდა, თვითონაც არ იცოდნენ ეს როგორ დაიწყებოდა და როგორ მოხდებოდა,  მაგრამ ეს რომ უნდა მომხდარიყო, რაც დაიწყო 2022 წლის თებერვალში, რა თქმა უნდა, ვინც ამას გეგმავდა, მას ეს ჰქონდა გაცნობიერებული, ზუსტი თარიღი არ იცოდა, ამისთვის ამზადებდნენ საქართველოს, ეს იყო გახარიას გადადგომის მიზეზიც.

სხვა დანარჩენი მიზეზები არ ჩანს, იქ ნაციონალური მოძრაობის რაღაც მელია არ დაიჭიროთ და რაღაც ზღაპრები იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ჩამოსულიყო ქართული ოცნების ხელისუფლება და მოსულიყვნენ ისეთები, ვინც საქართველოს მყისიერად ჩართავდა ომში, ეს მცდელობები გრძელდება დღესაც და გრძელდება დაჟინებით. ესაა ძირითადი საფრთხე, ამიტომაც არ გვაქვს არანირი გადაცდომის ელემენტარული რესურსი,'' - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები