სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ვადამდელი არჩევნები ჩანიშნოს

03.10.26 12:04
სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ვადამდელი არჩევნები ჩანიშნოს

სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ვადამდელი არჩევნები ჩანიშნოს - ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ყველა სცენარისთვის მომზადებულები იყვნენ.

"მომავალი არჩევნები იქნება საზოგადოების სიტყვის თქმის დრო" - განაცხადა ფბ-ლაივში სალომე ზურაბიშვილმა. 

ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, ამათ ერთ-ერთ სცენარში იყოს ვადამდელი არჩევნები - სანამ ოპოზიცია დაშლილია, სანამ საზოგადოება არ მოსულა აზრზე და სანამ უკმაყოფილება საზოგადოებაში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე არ ასულა, ჯობია ახლავე გავმართოთ ეს არჩევნები - შეიძლება ეს გათვლა ჰქონდეთ. 

ჩვენი ვალდებულება საზოგადოების და ჩემი, როგორც ამ საზოგადოების გამაერთიანებელი და პრეზიდენტი მისი, მე საზოგადოების პრეზიდენტი ვარ, სხვა პრეტენზია არ მაქვს, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ არჩევნებისთვის მზად ვიყოთ, რადგან მომავალი არჩევნები იქნება საზოგადოების სიტყვის თქმის დრო. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, არ ჩამოვუშვათ ხელები, არ დავიწყოთ ვიშ-ვიში და რა გვეშველება. გვეშველება, თუ მოვინდომებთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.