ზურაბიშვილი: ტკივილი, რაც ოკუპირებული რეგიონების გამო გვაქვს, რუსეთისგან მოდის, ამიტომ ბოდიში რუსეთმა და რუსეთის საპატრიარქომ უნდა მოიხადოს

03.10.26 12:38
ზურაბიშვილი: ტკივილი, რაც ოკუპირებული რეგიონების გამო გვაქვს, რუსეთისგან მოდის, ამიტომ ბოდიში რუსეთმა და რუსეთის საპატრიარქომ უნდა მოიხადოს

სალომე ზურაბიშვილი თავის ფბ-ლაივში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს საპატრირქოში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს და კიდევ ერთელ გაუსვა ხაზი "მტკივნეული რეგიონების" სახელით ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ხსენებას.

"არ ვიცი, რას ნიშნავს „მტკივნეული რეგიონები“ და, მე მგონი, ვერავინ ვერ ამიხსნის ეს რას ნიშნავს" - ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ტკივილი, რაც ოკუპირებული რეგიონების გამო გვაქვს, რუსეთისგან მოდის, ამიტომ ბოდიში რუსეთმა და რუსეთის საპატრიარქომ უნდა მოიხადოს.

არამგონია, რომ რუსები ითხოვდნენ, რომ მალულად იყოს რამეს, პირიქით, ალბათ მათი მოთხოვნა იქნებოდა კიდევ უფრო რეკლამირება ამ შეხვედრების. არა, ეს არის ის, რომ შენ არ იცი რა რექაციას მოგცემს საზოგადოება ამ შეხვედრაზე და ჯობია, რომ ჯერ ნელ-ნელა შემოგვაპარონ და შემოგვაპარეს კიდევაც. ფორმალურად კი ცნობს რუსეთის სუვერენიტეტს ამ მტკივნეულ რეგიონებზე, როგორც ამბობენ, მაგრამ რეალურად და რეალობაში არანაირად არ ცნობს და არ გვეხმარება თუნდაც იმისთვის, რომ საქართველოს საპატრიარქომ ამ რეგიონებში თავისი მოვალეობა შეასრულოს, იქ გააგზავნოს მღვდლები და წირვა შეასრულონ.

არ ვიცი, რას ნიშნავს „მტკივნეული რეგიონები“ და, მე მგონი, ვერავინ ვერ ამიხსნის ეს რას ნიშნავს - იმიტომ, რომ ის ტკივილი, რაც ამ რეგიონებისგან და მათ მიმართ გვაქვს, მოდის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისგან. თუ ვინმემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს არის რუსეთი და რუსეთის საპატრიარქო".- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და კადრები საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებამ" 30 სექტემბერს გაავრცელა. 

ამის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა "მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე" და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.

რუსეთის საპატრიარქოს მიერ დღეს 30 სექტემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან კი გამჟღავნდა, რომ საქართველოს საპატრიარქო, რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა

რუსეთის საპატრიარქომ 30 სექტემბერს 14:17 გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის დელეგაცია იყო და ისინი საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ. რამდენიმე საათში, უკვე საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი კადრები და საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგნელის კომენტარი. 

რუსეთის საპატრიარქოს პრესრელიზიდან დგინდება, რომ 28 სექტმებერს თბილისში ჩამოსულ რუს სასულიერო პირებს, დახვედრა მოუწყვეს თბილისის საერთაშორსო აეროპორტიში. 29 სექტემბერს კი იმყოფებოდნენ, გორსა და მცხეთაში.

ასევე ნახეთ ინფორმაცია კიდევ ერთ ვიზიტზე:

 

მსგავსი სიახლეები