დამანგრეველი სტიქია გურიაში - გადაუღებელი წვიმის გამო, რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
დამანგრეველი სტიქია გურიაში - გადაუღებელი წვიმის გამო, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ყველაზე მძიმე ვითარება სოფელ ჯუმათში, შრომაში, ხვარბეთში და ჩოცხათშია, სადაც სახლების ნაწილი დაზიანებულია, ნაწილი კი დამეწყრილი. ღამის გათენება სახლებში უსაფრთხო არ არის, მოსახლეობა შველას ითხოვს. ანალოგიური მდგომაროებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც, სადაც უხვი ნალექის გამო სახლები დატბორილია, შიდა გზები კი ჩახერგილი.
ადამიანები რამდენიმე დღეა შველას ითხოვენ. ახლა გადაკეტეს აქაურება. ხელისუფლება არჩევნებზე იმდენად არის გადართული, რომ აღარ დარჩათ არანაირი რესურსი, რომ ადამიანებს დაეხმარონ, რომელთაც რეალურად შველა სჭირდებათ. ამის იქით არის რამდენიმე სოფელი, ადამიანები ითხოვენ შველას და ჩვენც არ გვშვებენ, რომ ხალხთან მივიდეთ. ეს არის, მათ შორის, ჩიგოგიძის დამსახურება, რომ მთელი სახელმწიფო რესურსი მიმართულია არჩევნებისკენ და არა რეალურად ხალხისკენ", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს წევრმა თათიან ნიკოლაიშვილმა.