აღმოჩენილია ათობით მოქალაქის პირადი მონაცემები და ოცნებისთვის სასურველი და არასასურველი ადამიანების ჩამონათვალი

22.10.24 12:16
აღმოჩენილია ათობით მოქალაქის პირადი მონაცემები და ოცნებისთვის სასურველი და არასასურველი ადამიანების ჩამონათვალი

აღმოჩენილია ათობით მოქალაქის პირადი მონაცემები, სიები, ტელეფონის ნომრები და "ოცნებისთვის" სასურველი და არასასურველი ადამიანების ჩამონათვალი.

"ტვ პირველმა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის ადმინისტრაციული შენობა გადაიღო, რომელიც ოპოზიციის თქმით, საარჩევნო შტაბად არის ქცეული. 

"პირველების" ოპერატორმა გადაიღო პერსონალური ინფორმაციის შემცველი ათობით სია, სადაც "ქართულ ოცნებას" მომხრეები და მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ფერის ავტოკალმით აქვს მონიშნული. ოპოზიციის მხარდამჭერები პარტიის მაღალჩინოსნებმა წითელი მელნით გადახაზეს. 

სოფელ მერიაში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც  მერიის წარმომადგენლობა და საბავშვო ბაღია განთავსებული "პირველებმა" აღმოაჩინა პროკლამაციები და ატრიბუტიკა.

ადგილზე ტვ პირველიდ გამოჩენას კი დიდი დაბნეულობა მოჰყვა. საჯარო მოხელეების  ნაწილი შენობიდან  გაიქცა, ნაწილი კი თავის მართლებას ცდილობდა, რომ ისინი არა საარჩევნო მანიპულაციებს, არამედ სტიქიით დაზარალებულების სიას ამუშავებდნენ. 

ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული და მომხდარ ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ.