"ოცნების" დაფინანსებული შავი პიარკამპანია - მედიის განვითარების ფონდმა ასობით პორტალი და სააგენტო გამოააშკარავა
იდენტიფიცირებულია ასობით გვერდი, პორტალი და სააგენტო, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდით და ოპოზიციის დისკრედიტაციით არის დაკავებული. მონაცემები მედიის განვითარების ფონდმა გაანალიზა და შედეგები გაასაჯაროა.
მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ სახელისუფლები ჯგუფი ძირითადად სამი თემით სპეკულირებს და ეს სუვერენული დემოკრატია, გლობალური ომის პარტია და ომის შიშების თავს მოხვევაა.
სამი თემაა, რომელზეც ცდილობს ძირითადად სახელისუფლებო ჯგუფი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებას. ეს არის სუვერენული დემოკრატია, ეს არის გლობალური ომის პარტია და ომის შიშების თავს მოხვევა და იდენტობის დაცვის საკითხი. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ფბ ანგარიშები თუ ჯგუფები ძირითადად დასავლური კონსერვატორული იდეების პოპულარიზების გზით ცდილობენ საკუთარი დღის წესრიგის გამართლებას და აქ ხშირად ნახავთ, მაგალითად, როგორც ორბანს, რომელიც ასევე გლობალური ომის პარტიის თემატიკით სპეკულირებდა, ასევე ნახავთ კრემლის პროპაგანდისტულ ინგლისუროენოვან ე.წ. ექსპერტებს, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
ფონდის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ, ჯამში, მსგავსი პროპაგანდისტის გამავრცელებელი 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან უმეტესობა, 19 შემთხვევა სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული.
გამოვავლინეთ 25 ახალი შემთხვევა. უმეტესობა, 19 შემთხვევა მიმართული იყო ოპოზიციის, ხოლო 6 „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა ახალი ფბ გვერდები და ანგარიშები, რომლებიც აქვეყნებდნენ ვიდეოებს ძირითადად არქივიდან სხვადასხვა ვიდეომანიპულაციებს, ასევე გენდერულ დეზინფორმაციას, - ამბობს ფონდის წარმომადგენელი.
2024 წელს სამთვიანი მონიტორინგის შედეგები უკვე ცნობილია. გამოააშკარავდა 4 ათასზე მეტი გზავნილი და კომენტარი სოციალურ ქსელში, რომელიც მმართველ პარტიასთან არის კავშირში და რომელთა მიზანიც ევროკავშირის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის დისკრედიტაციას წარმოადგენს.