იდენტიფიცირებულია გდდ-ის მაღალჩინოსანი, რომელიც სპეცრაზმელებმა პირადობის მოწმობებზე ნადირობაში ამხილეს

22.10.24 13:37
იდენტიფიცირებულია გდდ-ის მაღალჩინოსანი, რომელიც სპეცრაზმელებმა პირადობის მოწმობებზე ნადირობაში ამხილეს

იდენტიფიცირებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელსაც სპეცრაზმელები პირადობის მოწმობების მიტანის იძულებაში ამხელენ - საუბარია, შსს-ს პოლკოვნიკ  პოლიკარპე ჯღამაძეზე, რომლის მამხილებელი ჩვენება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გდდ-ის თანამშრომლებმა უკვე მისცეს. 

ურჩი სპეცრაზელები ელოდებიან, რომ მათ შესაძლოა, სამსახურები დაატოვებინონ. 

საუბარია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელზე, რომელსაც მოსთხოვეს, მისი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობები წარმოედგინა, ამ ადამიანმა კი უარი განუცხადა. 

ამ კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი პირი არის ვინმე პოლიკარტე ჯღამაძე, რომელიც თანამშრომლებს ავალდებულებს, წარმოადგინონ პირადობები, განსაკუთრებით იმ ოჯახის წევრების, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან დაიცავს"- აცხადებს "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი, დავით ლოგუა. 

მესამე სექტორის წარმომადგენელი ჰყვება კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც "სამართლიან არჩევნებს" ზუგდიდის მინიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა პირმა მიაწოდა. 

მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა მისი ოჯახის წევრების პირადობების სანაცვლოდ 1000 ლარი შესთავაზა. 

როცა აღნიშნულ მოქალაქეს ვკითხეთ, რა მიზანით იყვნბენ მოსულები, გვითხრეს, რომ ჩვან ვართ ოპოზიციურად განწყობილი ოჯახი და შესაბამისად, მათი მიზანია, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე არ მივიდნენ"- განმარტა ლოგუამ. 

"სამართლიანი არჩევნებში" ინფორმაცია შევიდა იძულების სავარაუდო ერთი ფაქტის შესახებაც. მოქმედება ამჯერადაც სამეგრელოში ხდება. მოქალაქეები ISFED-ს ეუბნებიან, რომ ხელმძღვანელმა პირებმა დასუფთავების სამსახურში დასაქმებულებსაც მოსთხოვეს პირადობები. 

მესამე სექტორი გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, შსს-ს პოლკოვნიკი გდდ-ის თანამშრომლებისგან "საეჭვო ოჯახის წევრთა" პირადობებს ითხოვდა, დღეს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემაც გააჟღერა.