მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტს ხვდება

22.10.24 14:08
მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტს ხვდება

ათონელის სასახლეში ცოტა ხნის წინ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მივიდა. პრეზიდენტთან შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოა, რომ შეხვედრაზე საუბარი სალომე ზურაბიშვილის მიერ შერჩეულ პრემიერობის კანდიდატსაც შეეხება. 

აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველო" ქართული ქარტიის ერთგული რჩება, თუმცა მათთვის პრემიერობის კანდიდატის არჩევნებამდე დასახელება მიუღებელია, რადგან თვლიან, რომ ახლა მთელი ყურადღება არჩევნებისთვის მობილიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული. 

კიდევ უფრო მეტს, მამუკა ხაზარაძე, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილთან შეხედრის შემდეგ იტყვის.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერამდე ათონელის სასახლეში კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტ არჩევნებამდე 4 დღით ადრე ათონელის სასახლეში ბოლო კონსულტაციები იმართება. "პირველების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს სხვა პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებსაც უმასპინძლებს.