მთელი ევროპა ევროკავშირის ელჩის სახელით გვაფრთხილებს, რომ ამ მთავრობასთან ურთიერთობა შეუძლებელია - ლაშა ბაქრაძე
მთელი ევროპა ევროკავშირის ელჩის სახელით გვაფრთხილებს, რომ ამ მთავრობასთან ურთიერთობა შეუძლებელია, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლაშა ბაქრაძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის არანაირი შანსი არ აქვს და მეტიც, განწირულია იზოლაციისთვის.
ბაქრაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მობილიზდნენ და ყველანი მივიდნენ არჩევნებზე, რათა ქართველმა ხალხმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს იმ ჯგუფზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშრისკენ გზას უხერგავს.
მთელი ევროპა გვაფრთხილებს და დღეს კიდევ ერთხელ ევროპის კავშირის ელჩის სახით, რომ ამ მთავრობასთან ურთიერთობა შეუძლებელია. ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მეგობრებს, დავკარგავთ ჩვენს თანამებრძოლებს და საქართველო მოხვდება იზოლაციაში. საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არა აქვს არანაირი შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ცხადია, რომ ჩვენ ვართ სერიოზული არჩევანის წინაშე. ასევე ცხადია ის, რომ რაც უფრო მეტი ხალხი მივა ამ არჩევნებზე, მით უფრო რეალური გახდება ხალხის გამარჯვება და „ქართული ოცნების დამარცხება. ამის მაგალითად ელჩმა მოიყვანა მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი. რადგან ძალიან დაბალი იყო იქ აქტივობა, ამიტომაც ძალიან მყიფე იყო გამარჯვება, რომელიც პროევროპულმა ძალებმა მოიპოვეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, იყოს სრული მობილიზაცია და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ იმ ჯგუფს, რომელმაც ჩვენი განვითარებისა და კეთილდღეობის გზა ჩახერგა, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „მთავრობის მოქმედების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია“.