ერთად ვიზეიმოთ საქართველოს მიერ გაკეთებული ევროპული არჩევანი - 26-27 ოქტომბერს საზეიმო მსვლელობა დაანონსდა
დიდი ზეიმი არჩევნების დღეს - „ჩემი ხმა ევროკავშირს“ 26-27 ოქტომბერს საზეიმო მსვლელობას აანონსებს, შესაბამისი მოთხოვნა თბილისის მერიაში დღეს, 16:00 საათზე შევა. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიმართავენ ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის თვითმმართველობის ორგანოებსაც.
დღეს, 16:00 საათზე, კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ თბილისის მერიას განცხადებით მიმართავს და აცნობებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის 20 საათიდან 27 ოქტომბრის 24 საათამდე, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გეგმავს საზეიმო მსვლელობასა და შეკრებას. მსვლელობისა და შეკრების მიზანია ქართველმა ხალხმა ერთად ვიზეიმოთ საქართველოს მიერ გაკეთებული ევროპული არჩევანი. მსგავსი შეტყობინება წარედგინება ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდით თვითმმართველობის ორგანოებსაც", - წერს ორგანიზაცია.
ფოტო: Ezz Gaber