"ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ” განათლების დეკლარაციას ხელი მოაწერა

22.10.24 14:59
"ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ” განათლების დეკლარაციას ხელი მოაწერა

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა განათლების მიმართულების წარმომადგენლებთანა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს და განათლების დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ტოხვაძის თქმით, 26 ოქტომბრიდან პროდასავლური კოალიციური მთავრობა განათლების სისტემას ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვებს:

ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც იქნება უზრუნველყოფა პარტიული წნეხისგან და პოლიტიკური ზეწოლიდან განათლების გათავისუფლების.  მიხარია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ვთანხმდებით, რომ განათლება ისევე, როგორც მთელი ქვეყანა, უნდა გავათავისუფლოთ ოლიგარქიული რეჟიმისგან და უკვე 26 ოქტომბრიდან პროდასავლური მთავრობა  განათლების ევროპული სტანდარტით და  დემოკრატიული პრინციპებით დაიწყებს განათლების სისტემის წინ წაყვანას,”- განაცხადა ტოხვაძემ