პრეზიდენტთან კონსულტაციების პირველი რაუნდი დასრულებულია - ზურაბიშვილი ხაზარაძეს, გვარამიას და ბოკუჩავას შეხვდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონულტაციების პირველი რაუნდი დასრულებულია. დღეს სალომე ზურბიშვილი ოპოზიციის სამ ლიდერს შეხვდა. პრეზიდენტთან პირისპირ აუდიენციაზე მამუკა ხაზრაძე, ნიკა გვარამია და თინა ბოკჩავა იმყოფებოდნე. ხვალ ქვეყნის მთავარსარდალთან შეხვედრას გიორგი გახარია გეგმავს.
ათონელის სასახლე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მან თქვა, რომ შეხვედრის დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებდა, თუმცა აღნიშნა, რომ "ქართული ქარტიის" ერთგული რჩება.
"პირველების" ინფორმაციით, ლიდერებმა ქართულ ქარტიაზე, მოახლოებულ არჩევნებზე და ძალების მობილიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შედგა თუ არა საუბარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან და დროებით მთავრობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.
არჩევნებამდე მხოლოდ 4 დღეა დარჩენილი. არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილმა დროებითი მთავრობის დაკოპლექტების შესახებ სწორედ არჩევნებამდე ისაუბროს.