როგორ დაჰაკეს რუსმა ჯაშუშებმა მთელი საქართველო - "Blumberg" -მა საიდუმლო ოპერაცია გაშიფრა

22.10.24 16:00
როგორ დაჰაკეს რუსმა ჯაშუშებმა მთელი საქართველო - "Blumberg" -მა საიდუმლო ოპერაცია გაშიფრა

"ბლუმბერგმა" საქართველოში რუსული "გრუ"-ს და "ეფ ეს ბე"-ს საიდუმლო ოპერაცია გაშიფრა.  ამერიკული გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, როგორ შეაღწიეს რუსმა ჯაშუშებმა სამთავრობო უწყებების და სტრატეგიული ობიექტების ქსელში და როგორ აკონტროლებდა რუსული დაზვერვა ქართულ კომპანიებს, ნავთობ ტერმინალებს, მედია პლატფორმებს  და სამთავრობო უწყებებს სამი წლის განმავლობაში.

მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით,საგარეო საქმეთა სამინისტროზე თვალთვალის ოპერაცია "ეფ ეს ბე"-ს განყოფილების იმ ჰაკერულმა დანაყოფმა ჩაატარა, რომელიც „ცენტრი 16“-ის სახელით არის ცნობილი და რუსეთის ქალაქ რიაზანში მუშაობს. თუცმა, ეს ყველაფერი არ არის. ხრისტო გროზევი, მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი  მტკიცბულებებზე დაყრდნობით ყვება, რომ ამ დაჯგუფების ჯაშუშები საქრათველოში პირადად იმყოფებოდნენ და თვეების განმავლობაში საიდუმლო ოპერაციას შეფერხების გარეშე ასრულებდნენ.

როგორ ჩანს, „ბლუმბერგს“ ინფრომაცია ევროკავშირის სადაზვერვო სამსახურმა გადასცა, რომლებიც უკმაყოფილოები არიან იმით, რომ საქართველოს არ უნდოდა ამ ინფორმაციის მიღება და არ უნდოდა მოქმედება. სტრატეგიული ენერგეტიკული კომპანიები, სტრატეგიული მედიაკომპანიების გარდა, რომელიც ამ გამოძიებაშია დასახელებული, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული სპეცსამსახურების დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაც. რუსი ჯაშუშების ჩამოსვლაც კი დაფიქსირდა, რომლებიც წაყლმომარაგების სისტემის დივერსიებზე არიან სპეციალიზებული. 2021 წელს, უკრაინაში ომის დაწყებამდე უკრაინაში იყო ვიზიტები ქიმიურ იარაღზე მომუშავე სპეცსამსახურების თანამშრომლების და მათი ფოფნა ასევე დაფიქსირდა რუსთავის აზოტის ქარხანაშიც. ამიტომ, დიახ, მე ჩემი საგამოძიებო საქმიანობიდან ვადასტურებ, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურების მხრიდან დაინტერესება საქართელოს სტრატეგიული ობიექტებით ძალიან მასშტაბური იყო, - ამბობს გროზევი. 

უსაფრთხოების ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ სუსი ეფექტურად უნდა მუშაობდეს. მათი თქმით, რუსული საფრთხეები არსად წასულა და ჰიბრიდული ომის პირობებში კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

კიბერშეტევები თანამედროვე სამყაროში, როდესაც ის ჰიბრიდული ომის რეჟიმში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ასეთი ობიექტების წინააღმდეგ მიემართება იმისთვის, რომ წყობიდან გამოიყვანოს ქალაქები, წყობიდან გამოიყვანოს იგივე სამხედრო და პოლიციური შენაერთები და ქაოსი შექმნას საზოგადოებაში. იმის შემდეგ, რაც საჯაროდ ხდება ასეთი ინფორმაცია ცნობილი, ეს ბუნებრივად იწვევს საზოგადოების მაღალ ინტერესს და ბუნებრივად აჩენს ვალდებულებას სპეცსამსახურების მიმართ, რომ საზოგაოდებას ელაპარაკონ. თუკი "ბლუმბერგმა" აღმოაჩინა ამდენი ხნის შემდეგ, რომ ასეთი ოპერაციები ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, ფაქტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ჯაშუშების გამოვლენა და გადაცემა მათი სამშობლო დედა ქვეყნისთვის საქართველოს ხელისუფლებას არ განუხორციელებია და ეს უკვე ძალიან ცუდი ამბავია, - ამბობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.