ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა - კობახიძე ჰერჩინსკის განცხადებაზე
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას არაობიექტურს უწოდებს და ამტკიცებს, რომ პაველ ჰერჩინსკი მოწოდება ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.
„ევროკავშირის ელჩის შეფასება არ არის ობიექტური და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი ჩემთვის. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება უკავშირდება არჩევნებს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. როდესაც უცხოელი დიპლომატი აკეთებს არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს საქართველოს მოსახლეობას არჩევანებზე წასვლისკენ მოუწოდა. „ნახეთ მოლდოვაში თითო ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა, ამიტომ წადით არჩევნებზე" - თქვა ელჩმა და საქართველოს მოსახლეობას კიდევე რთხელ უთხრა, რომ "ევროკავშირი უკეთესი ცხოვრების გარანტიაა".