“ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული“ - ნიკა გვარამია
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მათი კოალიცია "ქართული ქარტიის" ერთგული რჩება და “მათი ხელმოწერები იქნება დაცული, სიტყვა კი შესრულებული“.
გვარამიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრის დეტალები არ გაამხილა და შესაბამისად, არ თქვა, აპირებს თუ არა პრეზიდენტი არჩევნებამდე პრემიერობის კანდიდატი დაასახელოს.
ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული. პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული, რაღაცნაირად დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი, პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი, მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
პრეზიდენტმა ოქტომბრის დასაწყისში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრები გამართა „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებულ დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით.
ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრების შემდეგ თქვეს, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე.