ინტერნეტში ივანიშვილის რუსული კავშირების მორიგი მამხილებელი ფარული აუდიოჩანაწერი ვრცელდება

22.10.24 20:00
ინტერნეტში ივანიშვილის რუსული კავშირების მორიგი მამხილებელი ფარული აუდიოჩანაწერი ვრცელდება

 

 

აღმოჩენილია ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში. ოლიგარქის სატელეფონო საუბრის ჩანაწერით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, დგინდება, რომ რუსეთის დედაქალაქში ივანიშვილის მთელი ჯგუფი ემსახურება.

აუდიო ჩანაწერი ინტერნეტში იმავე წყარომ გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქის ევტუშენკოვის, ასევე ეკატერინა ხვედელიძის საუბრის ჩანაწრები ქვეყნდება. ივანიშვილი ამეჯრად მისი მოსკოვის ოფისი ასისტენს ურეკავს და ავალებს, შეარჩიოს ბინა მისი ექმისთვის, ვინმე იულიასთვის, რომელსაც მოსკოვში უძარვი ქოენბის შეძენა უნდა.

"პირველების" ინფორმაციით, ექიმი იულია, ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლის გახანგრძლივების ექსპერტი იულია კრუშანოვაა. ის ივანიშივილს არწმუნებს, რომ მისი დამზადებული ელექსირებით სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს და ახალგაზრდულ იერს შეუნარჩუნებს. ექიმბაში იულია ქართველი ოლიგაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაა, რომ თავად არკვევს, რა დაჯდება ერთი კვადრატული ბინა ახალადშანებულ კორპიუსში მოსკოვის ცენტრში და რამდენი მილიონი უნდა გადახადოს. 

ჩანაწერს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, თან ანოტაციაც ახლავს. გამავრცელებლი ირწმუნება, რომ ფარული აუდიომასალა ადასტურებს, რომ ივანიშვილს მოსკოვთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია და მას რუსეთის დედაქალაქში საიდუმლო ოფისიც აქვს, ჰყავს ასისტენტები და იურისტებიც.

"პირველებმა" ასევე დაადგინა, ვინ არის ივანიშვილის პირადი ასისტენტი ვალენტინა მოროზოვა. მისი დოსიე გამოძიებელ ჟურნალისტთა ბაზაში იძებნებება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.