პირადობების ჩამორთმევის მორიგი მცდელობა - გდდ-ის მაღალჩინოსანი სპეცრაზმელების შანტაჟშია მხილებული
იდენტიფიცირებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ვინც სამეგრელოში სპეცრაზმელებს პირადობის მოწმობების მიტანას აიძულებს და აშანტაჟებს. ხარებას ნდობით აღჭურვილი პოლიკარპე ჯღამაძე მის დაქვემდებარებაში მყოფ სპეცრაზმელებს აიძულებს, ჩააბარონ ოჯახის წევრების პირადობის მოწმობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გაშვებით ემუქრება.
"ოცნების" გეგმა ჩავარდა - პოლკოვნიკის ბრძანებებს სპეცრაზმელები არ ემორჩილებიან. ახლა მათზე ზეწოლის ყველა მტკიცებულება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ხელშია.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს "ოცნება" უკანონო დავალებების შესრულებას აიძულებს. მესამე სექტორის ინფორმაციით, სამართალდამცავ უწყებებში დასაქმებულებს ავალდებულებენ სოფელ-სოფელ იარონ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობები მუქარის, ზოგჯერ კი ფულის სანაცვლოდ დაათმობინონ.
მას შემდეგ, რაც ამომრჩეველზე "ქართული ოცნების" ზეწოლის მეთოდები გაიშიფრა, მმართველმა პარტიამ უკან დაიხია. ახლა ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის სქემა გამოიგონილია.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.