რუსი ჯაშუშები მოსკოვის ოფისებიდან ქართულ უწყებებს უთვალთვალებდნენ
სამთავრობო უწყებები, საგარეო და ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი და ელექტროსისტემა - რუსმა ჰაკერებმა ყველგან შეაღწიეს. გაშიფრულია ჰაკერული თავდასხმების მთელი სერია. ამერიკული გამოცემა "ბლუმბერგი" წერს, რომ 2017 წლიდან 2020 წლის არჩევნებამდე რუსი ჯაშუშები მოსკოვის ოფისებიდან ქართულ უწყებებს უთვალთვალებდნენ და აკონტროლებდნენ. ესეც არ არის ყველაფერი, გამომძიებელი ჟურნალისტ ხრისტო გროზევს აქვს ინფორმაცია, რომ ჯაშუშები საქართველოში რუსთავის აზოტის ქარხანაში ჩამოვიდნენ.
როგორ შემოვიდა საქართველოში იმ რუსი ჯაშუშების დაჯგუფება, ვინც 2021 წელს უკრაინაში ქიმიურ იარაღზე მუშაობდა და ვიზიტებს აწყობდა? - ექსპერტები სუსის უმოქმედობის გამო რწმუნდებიან, რომ უსაფრთხოების სამსახური რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, ამიტომ ჯაშუშების გამოვლენის ნაცვლად, მათ კარს თავად უღებენ.
3 წლის განმავლობაში მასშტაბური ჰაკერული თავდასხმები ერთდროულად რუსული "ეფ ეს ბე"-სა და "გრუ"-ს სპეცოპერაცია იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროზე სათვალთვალო ოპერაციას ჰაკერების ჯგუფი "ტურლა" ხელმძღვანელობდა, რომელიც "ეფ ეს ბე"-ს მე-16 ცენტრს ექვემდებარება. მოახერხეს სამინისტროდან ინფორმაციის მოპარვა და მათ შორის, საელჩოებთან მიმოწერის წაკითხვა. რუსები თავისუფლად მუშაობენ და ამ დროს სუსს არცერთი რუსი აგენტი არ გამოუვლენია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.