"ავტოკრატიულ ძალებთან ევროკავშირი არ თანამშრომლობს" - ბოლო გზავნილები EU-დან
"თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, წადით არჩევნებზე" - ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს მიმართავს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დიპლომატი საქართველოს მოქალაქეებს ქართულ ენაზე ეუბნება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბერს, გადამწყვეტ არჩევნებს და რა დიდი მისია აქვს თითოეულ ადამიანს. "სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი" - ეუბნება ჰერჩინსკი ქართველ ხალხს და ევროკავშირის სახელით უკეთესი ცხოვრების გარანტიას აძლევს.
26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ბრიუსელიდან განცხადებები, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება. ევროკავშირში აცხადებენ, რომ სწორედ მოახლოებული არჩევნების შედეგები იტყვის როგორ გაგრძელდება კავშირი ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. თუ საქართველო აირჩევს ხელისუფლებას, რომელიც ბრიუსელის სანდო პარტნიორი არ იქნება, თუ გაგრძელდება სიცრუის კამპანია, მაშინ საქართველოს ევროკავშირის წევრობა არ უწერია, მაგრამ თუ ხალხი აირჩევს ძალას, რომელიც ხალხს ევროკაშირს დაუახლოებს, მაშინ ყველაფერი პირიქით მოხდება.
პიტერ სტანომ გერმანულ "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში, პრაქტიკულად, თქვა, რომ ხელისლფების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკაშირის წევრობა შეუძლებელია.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.