ქართველი ფეხბურთელების დემარში მმართველ პარტიას - "ოცნების" საიმიჯო კლიპში მონაწილეობას ნაკრების მხოლოდ 4 ფეხბურთელი დათანხმდა

22.10.24 20:21
ქართველი ფეხბურთელების დემარში მმართველ პარტიას - "ოცნების" საიმიჯო კლიპში მონაწილეობას ნაკრების მხოლოდ 4 ფეხბურთელი დათანხმდა

 

 

არჩევნებამდე 4 დღით ადრე ოლიგარქის გუნდის საიმიჯო კლიპი გამო სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვა. ამჯერად "ქართულ ოცნებას" დემარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გამოუცხადესს. "პირველების" ინფორმაციით, ამ ვიდეორგოლში მონაწილეობაზე მოლაპარაკებებს ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების ყველა ფეხბურთელთან აწარმოებდა, თუმცა 23-დან მხოლოდ 4-ის დათანხმება შეძლეს.

წყარო "პირველებს" უყვება, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს "ოცნების" კლიპში მონაწილეოაბას ფედერაციის მაღალჩინოსნების სთხოვდნენ, თუმცა იმ სპორტსმენებისგანაც კი, ვისი მხარდაჭრის იმედიც "ოცნებას" ჰქონდა, პასუხად უარი მიიღეს. როცა ნაკრების ფეხბურთელებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, მმართველი გუნდი ამბობდა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, სწორედ ეს პასუხი მიიღეს ახლა ფეხბურთელებისგან.

წინასაარჩევნო კლიპის სკანდალის შემდეგ "ოცნება" ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს მათთან თანამშრომლობა და ღია მხარდაჭრის გამოცხადება არ ესირცხვილებათ. ამ მოტივით საიმიჯო ვიდეორგოლში ოლიგარქის გუნდმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელები შეკრიბა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოება მათ აფრთხლებს, რომ ამით რეალური სურათი ვერ შეიცვლება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.