ოლიგარქის დარდი და ვაჭრობა პარტნიორებთან - ივანიშვილის სკანდალური აღიარება

22.10.24 20:14
ოლიგარქის დარდი და ვაჭრობა პარტნიორებთან - ივანიშვილის სკანდალური აღიარება

სამი ვადით მმართველობის მიწურულს ივანიშვილმა არჩევნებამდე 4 დღით ადრე ხალხს უთხრა, რომ ის ყველა შემთხვევაში, დაპირებების გარეშე უნდა აირჩიონ. თუ მობეზრდათ, მაინც უნდა აირჩიონ, რადგან ივანიშვილისთვის სიახლე საშიშია. ივანიშვილის შიშის წყარო კი ფულია, რომლის დაკარგვის საფრთხეც ოლიგარქმა ახლა ყველაზე მკაფიოდ დაინახა. 

ოლიგარქს აღარც დაუმალავს და პირდაპირ თქვა, რომ პარტნიორებთან კონტაქტი სწორედ მისი გაყინული ფულის გამო გაწყვიტა. ფულის დასაბრუნებლად საკუთარი ქვეყნის ბედით თამაშსაც აღიარებს, თუმცა ასე არ ხედავს. ცდილობს, კეთილი მიზნით შეფუთოს მიზეზი, რის გამოც ყველა დასავლელი პარტნიორი გადაიმტერა. 

ივანიშვილი ინტერვიუს დიდი ნაწილი მის ფულს ეხებოდა, რომელიც "თან აქვს და თან არ აქვს". ეხებოდა ლამის ერთი მილიარდი ხელოვნების ნიმუშებს, რომელიც მისი კაპიტალის დიდი ნაწილია.  ვინც მას იცნობს, ამბობს, რომ ივანიშვილს საჯაროდ გამოჩენა სავაჭროდ დასჭირდა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ დაადასტურა, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე არჩევნებში კრახს ელოდება. აღიარებს, რომ მმართველი პარტია ყველას ყელში ამოუვიდა და ხმას მისი ნათესავებიც კი არ აძლევენ.  ოლიგარქი ხალხს, პრაქტიკულად, ეხვეწება, რომ კიდევ ერთხელ მისცენ შანსი. ძალაუფლება კი სჭირდება, რომ პოლიტიკური კონკურენტები გაანადგუროს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.