სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
ამის ამსახველი ფოტო პრეზიდენტის ოფიცილურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
რა განიხილეს მხარეებმა არჩვენებამდე 4 დღით ადრე, უცნობია.
შეგახსენებეთ, “ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აშშ-ს ელჩთან შეხვედრა არჩევნების შემდეგ აქვს ჩანიშნული.