ივანიშვილის ნუ უსმენთ! - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ მას არ უნდა მოუსმინოს ხალხმა, არჩევნებზე ყველა უნდა გამოვიდეს და საკუთარი ნება გამოხატოს.
პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ არჩევნებზე მათი აქტიურობა გადამწყვეტია.
“ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ფარული“- თქვა პრეზიდენტმა “ფორმულასთან“ ინტერვიუში.
გუშინდელი მცდელობა ივანიშვილისა, რომ დააშინოს ხალხი, იმ პარტიის თუ ამ პარტიის, იმათი მხარდამჭერები თუ ამათი და ა.შ. მერე დავიჭერთ და არ ვიცი რას ვუზამთ, ამომრჩევლებზეც გადავიდა... ნუ უსმენთ ასეთ რამეს. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენს ხელში წყნარად, მშვიდობიანად გადაწყდება ეს არჩევნები. მთავარია მობილიზაცია, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იცვლება ხელისუფლება სწორედ ამ ფორმით, თუკი მთელი მოსახლეობა მზად არის, გამოვიდეს და თავისი ხმა და ნება გამოხატოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.