მატყუარა ადამიანს აღარ მინდა ვუპასუხო - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება აღარ უნდა, რადგან “მან გუშინაც კი, ერთ წინადადებაში სამჯერ მოიტყუა“.
“ივანიშვილს გულზე მოხვდა, რომ მისი ტყუილები იქნა გაშიფრული“, - თქვა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“.
გუშინაც, კი ერთ წინადადებაში სამჯერ მოიტყუა, ასეთ ადამიანს აღარ მინდა ვუპასუხო. მისი კომენტირება არ მინდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, სამთავრობო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ "ძლიერი საქართველოს" ლიდერებზე მიიტანა იერიში.
როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში მოვიდნენ გამიხარდა, მაგრამ ყველაზე უარესები გამოდგნენ - თქვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, "იმედის" ეთერში.