ივანიშვილს აღიზიანებს, რომ ჩვენი კოალიცია სადღეგრძელოებით კი არა, საქმით ელაპარაკება ხალხს - დოლიძე

22.10.24 21:32
ივანიშვილს აღიზიანებს, რომ ჩვენი კოალიცია სადღეგრძელოებით კი არა, საქმით ელაპარაკება ხალხს - დოლიძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანებას იწვევს ის, რომ მათი კოალიცია საშუალებას არ აძლევს, კვლავ წარსულში დააბრუნოს ხალხი.

დოლიძის თქმით, “ძლიერი საქართველო“ არის “შუაშისტური ახალი ძალა, რომელიც სადღეგრძელობით კი არა, საქმით ელაპარკება ხალხს.“

ვფიქრობ, ივანიშვილის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ჩვენი კოალიცია არ აძლევს საშუალებას დაგვაბრუნოს წარსულში, გველაპარაკოს ნაციონალურ მოძრაობაზე და სისხლიან 9 წელზე. “ძლიერი საქართველო“ არის კოალიცია, სადაც არ არიან არც ნაცები, არც ქოცები, აქ არის რეალისტური, ნამდვილი ძალა, რომელსაც ხალხი ელოდებოდა, შუაშისტური ახალი ძალა, რომელიც სადღეგრძელოებით კი არა, საქმით ელაპარაკება ხალხს. სწორედ ეს აღიზიანებს. მას ეს არ ასვენებს, რომ ჩვენ რეალური შეთავაზებები გვაქვს. გეგმა გვაქვს, ხედვა გვაქვს, როგორ გავაკეთოთ საქმე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.