ივანიშვილმა გააფუჭა ყველაფერი, ფასი დაუკარგა. ოთხ დღეში დასრულდება ეს მარაზმი - მამუკა ხაზარაძე

22.10.24 22:38
ივანიშვილმა გააფუჭა ყველაფერი, ფასი დაუკარგა. ოთხ დღეში დასრულდება ეს მარაზმი - მამუკა ხაზარაძე

ოთხ დღეში დასრულდება ეს მარაზმი, რომელსაც დაასრულებს ქართველი ხალხი. მეცოდება ჩვენი თავი, ჩვენი შვილები, ჩვენი ხალხი, თუ რა უბედურებაში აცხოვრეს, ბოლო 12 წელიწადში, ეს უნდა დავამთავროთ, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, “ივანიშვილმა გააფუჭა ყველაფერი - სიტყვას, საქმეს, ევროპასთან ურთიერთობას და ყველა დაპირებას ფასი დაუკარგა.“

ორი რწმენა მაქვს მე პირადად - ჩვენი ხალხის რწმენა, რომ ასე გაგრძელება არავის უნდა და ამ ტყუილში ცხოვრება, მეორე განცდა ჩემი და ჩემი მეგობრების, ჩვენ ათასი პროცენტით ვართ ჩართულნი და არ დავუმთმობთ არცერთ მტკაველს და დავიწყებთ ამ დიდი, გადახლართული ნეპოტიზმის, კორუფციის და ტყუილის გარღვევას, სიმართლით, საქმით დ აიმით, რომ ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა. აი, ამას გავაკეთებთ.

ივანიშვილმა გააფუჭა ყველაფერი, სიტყვას, საქმეს ფასი დაუკარგა, ევროპასთან ურთიერთობას ფასი დაუკარგა, დაპირებას ფასი დაუკარგა და რის ხარჯზე? რა მოიგო ამით- პასუხი მარტივია, მოიგო რუსეთის და კორუმპირებული ხალხის გული, რომელსაც მართავს თავის ჭკუაზე და დაიმახსოვრეთ, მაგათ არჩევნების შემდეგ ისე ჩარეცხავს, ერთი ხელის მოსმით, ვერცერთის სახელს და გვარს ვერ ნახავთ, მას მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება აინტრესებს და ეს თქვა გუშინ მკაფიოდ“, - განაცხადა ხაზარაძემ.