ჩვენ უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ და ამისთვის გვაქვს გეგმა- ცუცქირიძე
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება და თავისუფლება - ეს ყველაფერი ერთად იმ სახელმწიფოებშია თავმოყრილი, რომლებიც გვხვდება ევროკავშირში - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, ევროკავშირი არის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მშვიდობის და დემოკრატიის პროექტი.
ევროკავშირი არის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მშვიდობის და დემოკრატიის პროექტი, ამიტომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვყავს მთავრობა, რომელიც საფუძველს აცლის ამას, რომლის ხელში შემცირდა საქართველოს ჯარის განვითარება, რომელმაც გააუქმა უშიშროების საბჭო მაშინ, როცა ყველაზე მთავარი სამხედრო წვრთნა მიმდინარეობდა, რომელმაც გააჩერა ურთიერთობები სუპერ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან - შეერთებულ შტატებთან. ასე არ შენდება არც უსაფრთხოება, არც მშვიდობა და არც თავისუფლება, ასე შენდება ტირანია.
ჩვენ უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ და ამისთვის გვაქვს გეგმა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - განაცხადა ცუცქირიძემ.