არჩევნები წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა - ISW
რუსეთი თუ დასავლეთი: ფსონები საქართველოს არჩევნებში - ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი [ISW] და საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე წერს.
განცხადებაში საუბარია, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც სტატიის თანახმად, “წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა“.
ISW ხაზს უსვამს იმას, რომ “ოცნება“ სულ უფრო მეტად პოზიციონირებს, როგორც კრემლის მხარდამჭერი, აშკარად ხელს უწყობს რუსეთ-საქართველოს ორმხრივი კავშირების გაღრმავებას და თანდათანობით აშორებს ქვეყანას მისი დიდი ხნის პროდასავლური ტრაექტორიისგან.“
კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება გამოიყენოს მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მზარდი პრორუსული ნარატივები, რომლებიც ამართლებს რუსეთის ძალადობას პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, იქნება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები მისი დამოუკიდებლობის შემდეგ. ის ასევე წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა", - წერს ორგანიზაცია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “კრემლი აპირებს გამოიყენოს საქართველოს მთავრობა, რათა გააძლიეროს რუსეთის სტრატეგიული ინტერესები და მოსკოვის გეოპოლიტიკური მიზნები აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე კონტროლის დამყარების მიზნით.“