მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველი ხალხის შესაძლებლობას ამის მისაღწევად- რიში

23.10.24 00:03
მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველი ხალხის შესაძლებლობას ამის მისაღწევად- რიში

"ქართველი ხალხის აქტის" თანაავტორი, სენატორი ჯიმ რიში კანონპროექტის მხარდამჭერი სენატორების რაოდენობის ზრდას ეხმაურება. და ამბობს, რომ “მზად არიან, გაავატარონ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ.“

მისივე თქმით, ეს კანონპროექტი აგზავნის ძლიერ გზავნილს კონგრესისგან, რომ აშშ ერთიანია ქართველი ხალხის გვერდით.

ეს კანონპროექტი აგზავნის ძლიერ გზავნილს კონგრესისგან, რომ აშშ ერთიანია ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თავიანთ მომავალს ეძებენ.  ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის სურვილს ევროპული ინტეგრაციისკენ და მზად ვართ განვახორციელოთ აშშ-ს პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს მათ შესაძლებლობას მიაღწიონ მას“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ სენატში დარეგისტრირებულ "ქართველი ხალხის აქტს" მხარდამჭერები ემატებიან.

ჯინ შაჰინის ოფისის ცნობით, კანონპროექტს კიდევ 10 სენატორი უჭერს მხარს.