ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, საქართველოში არ შემოუშვეს

23.10.24 10:53
ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, საქართველოში არ შემოუშვეს

ჩეხი ჟურნალისტი, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს აშუქებდა, საქართველოში  არ შემოუშვეს.

ინფორმაციას რეი ბეისლი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ თბილისის აეროპორტში ჯერ მობილური და პირადი ნივთები  ჩამოართვეს, შემდეგ კი ახსნა განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.  ჟურნალისტი საქართველოში რამდენიმე თვის წინაც  იმყოფებოდა, ის აქტიურად აშუქებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს და ძალადობრივ ქმედებებს. 

"მოგესალმებით ქართველებო, ჟურნალისტებო და ჩეხებო. დღეს 19:30 საათზე უარი მითხრეს ქვეყანაში შესვლაზე დასაბუთების ან დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე, ეს მიუღებელია ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს. ვისაც შეუძლია დახმარება მომწერეთ." წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტმა "სტუდია მონიტორს" მისწერა, რომ უპირებდნენ ტელეფონის ჩამორთმევას, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.