ივანიშვილი ცდილობს, ამომრჩეველი დაარწმუნოს, თითქოს აშშ-თან ურთიერთობები არც ისე ცუდ მდგომარეობაშია - კორტნი

23.10.24 11:24
ივანიშვილი ცდილობს, ამომრჩეველი დაარწმუნოს, თითქოს აშშ-თან ურთიერთობები  არც ისე ცუდ მდგომარეობაშია - კორტნი

ივანიშვილი ცდილობს, ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ აჩვენოს, რომ აშშ-თან ურთიერთობები  არც ისე ცუდ მდგომარეობაშია, - ასე აფასებს აშშ-ს ყოფილი ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ოლიგარქის მზადყოფნას, შეხვედრა გამართოს ამერიკის ელჩთან. დიპლომატის თქმით, ივანიშვილი აცნობიერებს, რომ იმ ქართველების რიცხვი, ვისაც აშშ-თან კარგი ურთიერთობების ურს, დიდია, ამიტომ არჩევნებისთვის მათი ხმების დაკარგვა არ სუს. 

"ამერიკის ხმასთან" იტევრიუში კორტნი ამბობს, რომ აშშ-ს და საქართველოს, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასეთუ ცუდი ურთიერთობები ჯერ არ ყოფილა და ეს სწორედ "ქართული ოცნების" მტრული რიტორიკის შედეგია. 

როგორც ჩანს, მისი მხრიდან ეს საუბარი ამერიკის ელჩთან შეხვედრის შესახებ არის მცდელობა, დაარწმუნოს ზოგიერთი ამომრჩეველი, რომ საქართველოსთან თითქოს აშშ-ს ურთიერთობა არც ისე ცუდია და პირიქით, შესაძლოა, უმჯობესდებოდეს კიდეც, რადგან „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, აცნობიერებს, რომ დიდია იმ ქართველების რაოდენობა, რომლებსაც აშშ-თან უკეთესი ურთიერთობების სურთ და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ეს ხმები დაკარგოს. საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ამაზე ცუდი ურთიერთობები არასდროს ყოფილა, ეს კი არის „ქართული ოცნების“ მთელი რიგი ქმედებების შედეგი, მათ შორის, ღიად მტრული დამოკიდებულების აშშ-სა  და ევროკავშირის ელჩების მიმართ, - ამბობს აშშ_ს ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი. 

ბიძინა ივანიშილმა ტვ იმედის ეთერში თქვა, რომ არჩევნების შემდეგ შეხვედრას აშშ-ს ელჩთან გეგმავს.