საქართველოში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა - უილიამ კორტნი

23.10.24 11:24
საქართველოში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა - უილიამ კორტნი

საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ American Enterprises Institute-ის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ორგანიზებულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ანტიდემოკრატიული და მეტად პრორუსული მიმართულება დაიკავა. 

ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში, მთავრობებმა შეიძლება დაიწყონ როგორც რეფორმისტებმა, მაგალითად როგორიც იყო პუტინი, მაგრამ შემდეგ, როცა ისინი დიდ ხნის მანძილზე რჩებიან ხელისუფლებაში, ისინი უკან იხევენ ხოლმე დემოკრატიული პროგრესის გზაზე. ეს დაემართა შევარდნაძეს, სააკაშვილს და ახლა ეს დაემართა "ქართულ ოცნებას".

აქედან გამომდინარე, რეალური პრობლემა მდგომარეობს ხელისუფლების ცვლილების არარსებობაში ხელისუფლებით, რაც ასეთი მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.

 ამ არჩევნებზე განსხვავება ისაა, რომ არასდროს ყოფილა წარსულში, საქართველოს დამოუკიდებლობის 3 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, დასავლეთისადმი ასე მტრულად განწყობილი მთავრობა, რომელმაც დაიკავა ასეთი ანტიდემოკრატიული და მეტად პრორუსული, ვთქვათ, ნაკლებად დასავლეთის მიმართ მეგობრული მიმართულება, რაც გააკეთა ამ ხელისუფლებამ.

საქართველოში  მიდის ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის - ეს განცხადება კი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ ტერნერმა საქართველოს საკითხის განხილვის დროს გააკეთა.