ივანიშვილი სანქციების თავიდან არიდებას ცდილობს - კრამერი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ფიქრობს, რომ სანქციების ზღვარზე მყოფ ივანიშვილს აშშ-ს ელჩთან შეხვედრა სანქციების თავიდან აცილების მიზნით სურს. ამის შესახებ მან "ამერიკი ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, როგორ ჩაივლის არჩევნები, ექნება თუ არა ადგილი რაიმე სახის გაყალბებას ან ზეწოლას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, საელჩომ გადაწყვიტოს, გამართავს თუ არა აღნიშნულ შეხვედრას.
ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, თავიდან აიცილოს აშშ-ს შესაძლო სანქციები მის წინააღმდეგ. ფინანსური პრობლემები მას ბანკთან ჰქონდა და არა აშშ-თან და ეს მან კარგად იცის. მაგრამ, იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ივანიშვილი სანქცირების ზღვარზე იყო. ასე რომ, ელჩთან შეხვედრის მზადყოფნით იმედოვნებს, რომ ამას თავიდან აიცილებს, ამიტომ გამოხატა მზაობა საბოლოოდ შეხვდეს ელჩს და ეს მას შემდეგ, რაც არაერთხელ თქვა უარი ამერიკელ ოფიციალურ პირთან შეხვედრაზე როცა ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ. ვფიქრობ, ნებისმიერი შეხვედრა, თუ ეს მოხდება, უნდა დაელოდოს არჩევნების დასრულებას, რათა ვნახოთ, როგორ წარიმართება არჩევნები, იყო თუ არა რაიმე გაყალბება ან ძალადობა არჩევნების შემდგომ. მაშინ საელჩო იქნება უკეთეს მდგომარეობაში, გადაწყვიტოს, გაიმართოს თუ არა ეს შეხვედრა, - ამბობს დევიდ კრამერი.
ბიძინა ივანიშვილმა ტვ იმედის ეთერში თქვა, რომ არჩევნების შემდეგ შეხვედრას აშშ-ს ელჩთან გეგმავს.