ბენზინის ტალონები მძღოლებს, 300 ლარი ბაიკერებს - "ოცნება" აქციისთვის ემზადება

23.10.24 12:08
ბენზინის ტალონები მძღოლებს, 300 ლარი ბაიკერებს - "ოცნება" აქციისთვის ემზადება

ყველა სოფლიდან, დაბიდან  და ქალაქიდან საჯარო მოხელეები თბილისში "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე მოჰყავთ - "ტვ პირველს" მოქალაქეები აქტიურად წერენ, რომ სამარშრუტო ტაქსების გარდა, მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს ბენზინის  ტალონებს ურიგებს იმისთვის, რომ საკუთარი ავტომობილებით წამოვიდნენ და მოხდეს იმიტაცია, თითქოს აქციას ხალხი საკუთარი სურვილით  უერთდება.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 300ლარს სთავაზობენ ბაიკერებსაც, რომ აქციაზე მივიდნენ და მსვლელობა მოაწყონ.   ჩანაწერებმა გამოჟონა უნივერსიტეტებიდანაც, სადაც სტუდენტებს ატყუებენ რომ ეს პროევროპული ოპოზიციის აქციაა. 

თავისუფლების მოედანზე  კი მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს  ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდან პარტიის საპატიო თავმჯდომარე  ხალხს მიმართავს. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი შეკრების გამო,  დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია.   მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის  გამზირი კი სრულადაა გადაკეტილი.