ახალციხიდან “ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი ხალხი თავზე შარფებს იფარებს (ფოტო-ვიდეო)

23.10.24 12:42
ახალციხიდან “ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი ხალხი თავზე შარფებს იფარებს (ფოტო-ვიდეო)

 

 

ახალციხიდან “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი ხალხი თავზე შარფებს იფარებს - ამის ამსახველ სოციალურ ქსელში TOK TV Georgia ავრცელებს. 

ტრანსპორტში მყოფი ხალხი ცდილობს საკუთარი იდენტობა დაფაროს. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, პლედებს იფარებდნენ "ქართული ოცნების" ის ტიტუშკებიც, რომლებიც ევროპულ მარშზე გამომსვლელებს სახეში ლაზერებს ანათებდნენ. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების" აქციას, მმართველ პარტიამ საჯარო მოხელეების მობილიზება დილიდან დაიწყო.

"ტვ პირველს" მოქალაქეები აქტიურად წერენ, რომ სამარშრუტო ტაქსების გარდა, მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს ბენზინის  ტალონებს ურიგებს იმისთვის, რომ საკუთარი ავტომობილებით წამოვიდნენ და მოხდეს იმიტაცია, თითქოს აქციას ხალხი საკუთარი სურვილით  უერთდება.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 300ლარს სთავაზობენ ბაიკერებსაც, რომ აქციაზე მივიდნენ და მსვლელობა მოაწყონ.   ჩანაწერებმა გამოჟონა უნივერსიტეტებიდანაც, სადაც სტუდენტებს ატყუებენ რომ ეს პროევროპული ოპოზიციის აქციაა. 

 

ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი შეკრების გამო,  დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. ამ წუთებში შეფერხებულია მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის  გამზირი კი სრულადაა გადაკეტილი.