შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილს 13 წელია, ებრძვიან

23.10.24 14:58
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილს 13 წელია, ებრძვიან

ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების სკანდალი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  Cyber Kmara  გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერების საქმეზე დუმს.

"ქართული ოცნების" ლიდერები კი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს იცავენ და ისრები მედიაზე გადააქვთ. 

შალვა პაპუაშვილს 13 წელია, ებრძვიან და ვერაფერს უმტკიცებენ: 

მოკლედ, ტვ პირველს კარგად გაქვთ ცხოვრება აწყობილი. გამავრცელებელიც თქვენ ხართ, მბრალდებელიც თქვენ ხართ, მოსამართლეც თქვენ ხართ, დაადგინეთ მტყუანი-მართალი და ახლა გინდათ ჩემი კომენტარი. არანაირ ასეთ ჩანაწერებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. 13 წელია ბიძინა ივანიშვილს გარშემო უვლის ყველა, რომ იქნებ რაიმე მოძებნონ და 13 წელია ვერაფერი ვერ მოძებნა ვერავინ, - ამბობს პაპუაშვილი.

ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში - ამ სათაურით  Cyber Kmara "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.

ჩანაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მის ასისტენტს, ვალენტინა მოროზოვას ელაპარაკება. youtube-ზე განთავსებულ 9 წუთიან ჩანაწერში, ბიძინა ივანიშვილი მისი სიცოცხლის გახანგრძლივების ექიმისთვის, იულია კრუშანოვასთვის მოსკოვში ბინის შერჩევით თავად იყო დაკავებული.

ამავე ჩანაწერს თან ახლავს ანოტაციაც - Cyber Kmara-ს თქმით, ეს ფარული აუდიო-მასალა ადასტურებს, რომ ივანიშვილს მოსკოვთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია და მას რუსეთის დედაქალაქში საიდუმლო ოფისიც აქვს.