"ოცნებამ" გორში საჯარო მოხელეები ვერ მოაბილიზა - შიდა ქართლიდან ნახევრად ცარიელი ავტობუსები დაიძრნენ
დედაქალაქში დაგეგმილი პარტიული ღონისძიებისთვის "ოცნებამ" გორში საჯარო მოხელეების სათანადოდ მობილიზება ვერ მოახერხა. ავტობუსები, რომლებიც თბილისისკენ დაიძრნენ, ნახევრად ცარიელია. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც აქციაზე წამოვიდნენ, ტვ პირველის კამერებს ემალებიან, ნაწილი მათგანი კი ამბობს, რომ თბილისში თავის საქმეებზე მიდიან.
გასვენებაში მივდივარ, - ამბობს საჯარო მოხელე.
გეგმას ვერ ჩამოგითვლით, მივდივართ აქციაზე, - ამბობს ადგილობრივი.
"ქართული ოცნება" დღეს საარჩევნო შეხცვედრას თბილისში გამართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხალხს მიმართავს.
"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო, დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.