მოქალაქე ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა სიცოცხლე გაუხანგრძლივა
მოქალაქე, რომელიც დედაქალაქში, "ქართული ოცნების" საარცევნო ღონისძიებაზე მოჰყავთ, ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე გაუხანგრძლივა.
ზუგდიდიდან წამოსულები, ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში გასაოცარი დემოკრატია და სიმშვიდეა.
ჩვენ ცხოვრება ვინც გაგვიხანგრძლივა, იმასთან მივდივარ, დიახ, ზუსტად, ივანიშვილმა (გამიხანგრძლივა ცხოვრება). ყველაფერი კარგი უნდა მოვისმინოთ (თბილისში). რაც მთავარია, მშვიდობა გვაქვს"- აცხადებს ის.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" დღეს შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში გამართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხალხს მიმართავს.
"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო, დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.