მზადება "ოცნების" ღონისძიებისთვის - რესპუბლიკის მოედანი ავტოსადგომად აქციებს (ფოტო)
მზადება "ოცნების" ღონისძიებისთვის - რესპუბლიკის მოედანი ავტოსადგომად აქციებს.
ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნება" შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში მართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხალხს მიმართავს.
"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო, დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.
მმართველ პარტიას ხალხი და მათ შორის საჯარო მოხელეები რეგიონებიდანაც მოჰყავს. კოლენების ნაწილი გზაშია, ნაწილმა კი რესბუბლიკის მოედანი დაიკავა.