ავტობუსების და სამარშუტო ტაქსების პარკინგად ქცეული თბილისი - პრეზიდენტის რეაქცია

23.10.24 17:11
ავტობუსების  და სამარშუტო ტაქსების პარკინგად ქცეული თბილისი - პრეზიდენტის რეაქცია

სალომე ზურაბიშვილი რესპუბლიკის მოედნის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც "ოცნების" საარჩევნო ღონისძიებისთვის ავტომობილებით და ავტობუსებით არის გადავსებული და წერს: "თავისუფალი მოსვლა".

ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნება" შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში მართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე  ხალხს მიმართავს. 

"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო,  დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია.  თავისუფლების მოედანი და რუსთაველის  გამზირი სრულად გადაკეტილია. 

მმართველ პარტიას ხალხი და მათ შორის საჯარო მოხელეები რეგიონებიდანაც მოჰყავს. კოლენების ნაწილი გზაშია, ნაწილმა კი რესბუბლიკის მოედანი დაიკავა.