PACE 26 ოქტომბრის არჩევნებს 32-წევრიანი დელეგაციით დააკვირდება
საქართველოში დაგეგმილ 26 ოქტომბრის არჩევნებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 32-წევრიანი დელეგაციით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთო/ოდირის დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება.
PACE-ს დელეგაცია ქვეყანაში 24 ოქტომბერს ჩამოვა, 27 ოქტომბრამდე დარჩება და მას ALDE-ს წევრი, იულიან ბულაი უხელმძღვანელებს.
ამასთან, ცნობილია, რომ დელეგაცია პოლიტიკური პარტიებისა და კოალიცის ლიდერებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არჩევნებამდე შეხვდება.