აუდიოჩანაწერი: რუსთავის 25-ე ბაღის გამგე პედაგოგებს აქციაზე წასვლას აიძულებს და ემუქრება
"ტაბულას" მიაწოდეს აუდიოჩანაწერი, რომელიც წყაროს ინფორმაციით, რუსთავის 25-ე ბაღის გამგემ, მანონი მეურმიშვილმა პედაგოგებს გაუგზავნა.
აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ აიძლებს უფროსი პედაგოგებს ქართული ოცნების აქციაზე წასვლას და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ემუქრება.
მაკა ციქუბაძე რჩება ბაღშში, რადგან კომისიაა.
რადგან თქვენ ვერ გადაწყვიტეთ მე ვწყვეტ - ლალი მასწავლებელი, ნათია თარგამაძე მოდიან, ეს ორი, კიდევ გულო მასწავლებელი მოდის, ეს სამი, არ მაინტერესებს, უარის შემთხვევეაში, ჩათვალეთ, რომ არცერთი დღე არასდროს, ცუდი რამ რომ შეგემთხვეთ ბაღიდან არ გაგათავისუფლებთ და არცერთ დღეს არ გაგიტარებთ.33-ში ვინც ხართ - თეა ბექაური მოდის, კლარა მასწავლებელსა და ნინოს შორის, თქვენ გადაწყვეტეთ ერთი რჩება, ერთი მოდიხართ, კიდევ მაკლდება ხალხი, 6 ადამიანი, სასწრაფო წესით გვარები გამომიგზავნეთ, თორემ არ ვიცი, უბრალოდ რა გელოდებათ, მერე არ მითხრათ, რომ მე არაფერი მითქვამს, ზედმეტი მოგდით ძალიან. თავზე გადადიხართ, არცერთს არასდროს არ გაგიშვებთ არსად, დამთავრებულია.
33-ე ბაღში ვინც ხართ, განსაკუთრებულად თქვენ მაინც ისეთი პატივი უნდა მცეთ, რომ სულ ყველა უნდა მოდიოდეთ, ორშაბათიდან კი არა არსდროს, არ გადადიხართ მეორა ცვლაზე სულ ყველამ რომ დატოვოთ ვბაღი და ხვალ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ, ორ ცვლიანზე აღარ გადასხირთ, ჩვეულებრიცვიად აგრძელებთ მუშაობას, პრივილეგიები დამთავრებულია ყველასთვის, დღეიდან, ვსიო მორჩა დავამთავრე მე თქვენთან ლაპარაკი, აბსოლუტურად ყველანაირი,“- ისმის აუდიოჩანაწერში.
წყაროს ინფორმაციით, 25-ე ბაღის თანამშრომლები დროებით სხვადასხვა ბაღში არიან გადანაწილებულები. მათ შორის, 33-ე ბაგა ბაღში, რომელსაც ჩანაწერში მანონი მეურმიშვილი ახსენებს