"დროა, ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს" - ფოტიგა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ პლატფორმა "X"-ზე წერს.
ფოტიგა აღნიშნავს, რომ სანდო ქართველი ექსპერტები მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის რუსულ ფესვებზე მიუთითებენ, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან ივანიშვილთან, ან მისი ოჯახის წევრებთან.
როგორც ევროპარლამენტარი წერს, "დროა, ოლიგარქის [ივანიშვილის] წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს".
სანდო ქართველი ექსპერტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის რუსულ ფესვებზე მიუთითებენ. დონორები ან პირდაპირ არიან კავშირში რუსეთთან, ან რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული. ისინი ასევე მჭიდრო კავშირში არიან ბიძინა ივანიშვილთან ან მისი ოჯახის წევრებთან. დროა, ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს", - წერს ფოტიგა.