როგორ აიძულებს ბაღის გამგე მასწავლებლებს "ოცნების" აქციაზე წასვლას - გასაჯაროებულია შოკისმომგვრელი ჩანაწერი
ბაღების მასწავლებლებს ატერორებენ და ოცნების აქციაზე წასვლას აიძულებენ - აუდიოჩანაწერიდან, რომელსაც ტაბულა ასაჯაროებს, ირკვევა, რომ რუსთავის 25-ე ბაღის გამგე, მანონი მეურმიშვილი პედაგოგებს თავისუფლების მოედანზე წასვლას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასჯით ემუქრება. არ იცით, რა გელოდებათ - ამ სიტყვებით ემუქრება ხელმძღვანელი პედაგოგებს.
როგორ მანიპულირებს "ქართული ოცნება" ადმინისტრაციული რესურსით და როგორ ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას - ეს დასტურდება ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან გამოჟონილი დოკუმენტებით - ირკვევა, რომ აღმზრდელებს დააწერინეს წერილები, თუ რა სურვილის ასრულებას სთხოვენ "ოცნებას". რეალობა ძალიან მძიმეა - ირკვევა, რომ დასაქმებულების დიდ ნაწილს სამედიცინო კვლევებზე უნდათ მოხვედრა.
რუსთავისა და ქუთაისის ბაღების გარდა, "ქართულმა ოცნებამ" თავისუფლების მოედანზე ადმინისტრაციული რესურსი იძულებით რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა - პარტიული ღონისძიების გამო, გურიაში საჯარო უწყებები დაცარიელდა. "პირველების" კამერამ დააფიქსირა, რომ ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში სხვადასხვა საჯარო დაწესებულები ცარიელია და შენობაში სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი პირები არ იმყოფებიან.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.