არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის - გზავნილები შტატებიდან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

23.10.24 20:35
არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის - გზავნილები შტატებიდან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

 

არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის - არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკელი მაღალჩინოსნები ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ყველაფერი მათ ხელშია. სწორედ  მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, გაგრძელდება თუ არა ამერიკისა და  ევროპის ურთიერთობა საქართველოსთან.  პარტნიორები პირდაპირ აცხადებენ,  რომ 30 წლის  მანძილზე არცერთ ხელისუფალს ასეთ კრიტიკულ ზღვარზე სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ მიუყვანია.

ამერიკელი  პარტნიორები ივანიშვილის გუნდს ქვეყნის კურსის ცვლილებას არ  პატიობენ და ამბობენ, რომ თუ ოცნება ხელისუფლებაში დარჩება, ურთიერთობის გაუმჯობესების შანსიც აღარ იარსებებს. შტატებში ამბობენ,რომ ოლიგარქს საქართველო რუსეთისკენ მიყავს, რაც განგაშის საფუძველია. ამერიკელი პარტნიორები ივანიშვილსა და ლუკაშენკოს შორის ტოლობის ნიშანი სვამენ.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.