როგორ გამდიდრდნენ უკანონო დავალებების შემსრულებელი ჩინოვნიკები - მხილებების სერია ელისაშვილისგან

23.10.24 20:44
როგორ გამდიდრდნენ უკანონო დავალებების შემსრულებელი ჩინოვნიკები - მხილებების სერია ელისაშვილისგან

 

მექრთამე ჩინოვნიკების ქონების ტური - ასე დაარქვა ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ მხილებების სერიას.  როგორ გამდიდრდნენ  უკანონო დავალებების შემსრულებელი პოლიციელები, ყოფილი  და მოქმედი  ჩინოვნიკები.  ფეშენებელური სასახლე თემურ აბაზოვს - ყოფილმა ჩინოვნიკმა შარდის სკანდალის შემდეგ  თბილისის ცენტრში  მრავალ მილიონიანი ღირებულების  სახლი აიშენა. 

გამდიდრდა კრიმინალური პოლიციიის შეფიც. მის მდიდრულ  ვილასთან მისული  ალეკო ელისაშვილი ამტკიცებდა, რომ დიდი ფული კუპატაძემ უკანონო დავალებების  შესრულების პარალელურად იშოვა. 

მაღალჩინოსნების მხილების სერია ამით არ დასრულებულა, შემდეგი გაჩერება მცხეთის სამხედრო დასახლება იყო, სადაც ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 1050 კვადრატული მეტრი მიწის ფართობს ფლობს.

დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.