თავზეხელაღებული პირები არიან, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერზე წავლენ - ვაშაძე

23.10.24 22:06
თავზეხელაღებული პირები არიან, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერზე წავლენ - ვაშაძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ტვ პირველის" ეთერში ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს "თავზეხელაღებულ პირებად" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" "პირადი ინტერესების დაცვის მიზნით ყველაფერზე წავა".

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია.

თავზეხელაღებული პირები არიან, რომლებიც მზად არიან, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერზე წავიდნენ. 26 არის რეფერენდუმი, თუ რა ტიპის ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. გვინდა, ვიყოთ განვითარებული ქვეყანა, თუ უსუსტესი, მაჩანჩალა, იზოლირებული საქართველო. საფრთხე ძალიან სერიოზულია", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში, "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პარტიის ლიდერებმა რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოყვანილ ადამიანებს სიტყვით მიმართეს.