"ჩვენ მივდივარ ევროპაში" - ნიკა გვარამია

23.10.24 22:16
"ჩვენ მივდივარ ევროპაში" - ნიკა გვარამია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კოალიცია "ცვლილებებისთვის" სამეგრელოში შეხვედრას მართავს - ამ წუთებში მოქალაქეების წინაშე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საუბრობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მთავარი გზავნილია, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამარჯვებას გაიფორმებს და ახალი თაობის მომავალი ევროპული იქნება. 

"ჩვენ მივდივართ ევროპაში" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დიდი ხანია, რაც საქართველო იბრძვის თავისუფლებისთვის, ისტორიული მისიის შესასრულებლად. დღეს ჩვენი შეკრება არის ასაფრენ ბილიკზე, რომელიც სრულიად დანგრეული და გაუბედურებულია, მაგრამ ეს მაინც ასაფრენი ბილიკია, საიდანაც თვითმფრინავი მაინც გაფრინდება იქით, საითკენაც ჩვენ გვინდა წასვლა. ეს თვითმფრინავი გაფრინდება ევროპაში და მომავალი ჩვენი. 

ჩვენი გზა არის ერთადერთი მიმართულებით და ეს გზა არის ევროკავშირი. გამორიცხულია, რომ მარშუტკებით მოყვანილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოყვანილი, პლედებგადაფარებული ადამიანები მოერიონ ათასობით ადამიანს, რომელიც თავისით ჩამოვიდა, რომელსაც სკამები არ ეყო და ფეხზე დგას და რომელიც თავისით ამბობს - "გამარჯობა აფხაზეთო შენი". გამარჯვება ჩვენია", - ამბობს ნიკა გვარამია.