გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ პოსტსაბჭოთა სივრციდან - მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სამეგრელოში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ "საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას, თუმცა ქართველ ხალხს აქვს შესაძლებლობა, ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდან ერთხელ და სამუდამოდ გამოიყვანოს".
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, "4 დღეში საქართველოს გამარჯვებული დღე გაუთენდება და ქვეყანა სანუკვარ მიზანს მიაღწევს".
ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ პოსტსაბჭოთა სივრციდან და სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ, ქართული სახელმწიფო იყოს რეალურად დამოუკიდებელი, სუვერენული, ევროპული ოჯახის წევრი. 4 დღეში საქართველოში გათენდება გამარჯვებული დღე. საქართველო გაიმარჯვებს. ვართ მართლები, გვაქვს მორალური უპირატესობა და ზურგს ღირსება გვიმაგრებს", - ამბობს ნიკა მელია.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კოალიცია "ცვლილებებისთვის" სამეგრელოში შეხვედრას მართავს